ბავარიის დელეგაცია საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და მინისტრის პირველი მოადგილე, ირაკლი მატკავა, საქართველოში ვიზიტით მყოფ, ბავარიის ეკონომიკური და პოლიტიკური დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
დელეგაციას ბავარიის ეკონომიკისა და მედიის, ენერგეტიკისა და ტექნოლოგიების სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სამხარეო პარლმანეტის წევრი, ფრანც იოსეფ ფშირერი ხელმძღვანელობდა.
ზურაბ ალავიძემ დელეგაციის წევრებს ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარე და  2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები  გააცნო. სტუმრებმა მინისტრისგან დეტალურად  მიიღეს ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტულ  მიმართულებებსა და  პროექტების  ეფექტიანად განხორციელების მიზნით  სამომავლოდ გასატარებელ  ღონისძიებებზე. 
ზურაბ ალავიძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალისხმევას არ იშურებს პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის  სამომავლო  პერსპექტივებიც განიხილეს. 

02.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია