დარიალის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რეგიონებში პროექტების მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძემ ყაზბეგში, დარიალის მონასტრის რეზიდენციამდე  მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაათავლიერა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს. 
აღნიშნულ მონაკვეთზე იგება ბეტონის საფარი  და ხდება ქვაფენილებით მოწყობა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია ავტოსადგომისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობა. სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, რომლის  შედეგად ადგილობრივებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მონასტრამდე მისვლის პრობლემა აღარ ექნებათ. 
პროექტს მსოფლიო ბანკი 1,5 მილიონი  ლარით აფინასებს.  სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ზურაბ ალავიძე პროექტების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და რეგიონებში შიდა გზებზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

20.08.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია