დარიალის ხეობაში 2 კმ-მდე სიგრძის გვირაბის მშენებლობა დაიწყო

A-/A+

დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას  გვირაბის მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდიანრეობს. სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. 
პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე  სიგრძის გვირაბი, რომლის სავალი ნაწილის სიგანე 8.5 მ იქნება. 
სამუშაოების მიმდინარეობას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის  ღირებულება  47 000 000  ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 
დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის, საშუალოდ  მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა.

26.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია