დეკემბრიდან სოფელ აწყურს განახლებული კულტურის სახლი ექნება

A-/A+

რეგიონებში  კულტურის სახლების განახლება აქტიურად გრძელდება. კიდევ ერთი კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია სრულდება ახალციხის მუნიციპალიტეტში. სოფელ აწყურის მოსახლეობას მალე განახლებული ცენტრი მოემსახურება.  
სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, მხარის გუბერნატორთან ერთად დაათვალიერა. 
პროექტის ფარგლებში, შეიცვალა კარ-ფანჯრები, გაკეთდა ელექტრო გაყვანილობა, სველი წერტილები და მოეწყობა შიდა ინტერიერი ასევე,  მოხდება შენობის მიმდებარე პარკის და სპორტული მოედნის მოწყობა. 
შენობა 1970 წელს აშენდა და მას შემდეგ  ცენტრის რეაბილიტაცია არ მომხდარა. ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა სახელოვნებო და სპორტული ჯგუფი. 
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 150 000 ლარამდეა. 

10.11.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია