"ევროკავშირის ახალი პროექტი საჯარო შესყიდვების სისტემის სრულყოფას შეუწყობს ხელს"

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროკავშირის ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა. 

ორწლიანი პროექტი „საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის გაძლიერება“ ითვალისწინებს საჯარო შესყიდვების რეფორმების შემდგომ მხარდაჭერას, კანონმდებლობის სრულყოფას, ევროდირექტივებთან სწრაფ მიახლოებას, დავების განხილვის ახალი მოდელის რეალიზებას, ელექტრონული პლატფორმის მოდერნიზებასა და გაძლიერებას.

დაფინანსების მოცულობა 1.4 მილიონი ევროა.

„მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარება, რაც საჯარო შესყიდვების სისტემის სრულყოფას შეუწყობს ხელს. ახალი პროექტი გულისხმობს ავსტრიისა და სლოვენიის საჯარო შესყიდვების სააგენტოების მხარდაჭერას საკონსულტაციო და ტექნიკური დახმარების თვალსაზრისით. ეს იქნება კარგი საშუალება, რათა სისტემა გახდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე და მოქნილი, მოხდეს ანტიკორუფციული რისკების უკეთ დაზღვევა, კონკურენციის შენარჩუნება და ყველა მოთამაშისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. 
 

12.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია