ზესტაფონი-ხარაგაულის 22 ათასი მაცხოვრებელი ახალი გზით ისარგებლებს

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტრო  მუნიციპალიტეტებში შიდა გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.  
ზესტაფონში, საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია ჩხეიძის მე-5 შესახვევს ჩაუტარდა. ახალი გზით ზესტაფონი - ხარაგაულის  დაახლოებით 22 ათასი მაცხოვრებელი  ისარგებლებს.
მინისტრი ზურაბ ალავიძე,  მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა კიკნაველიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის დაგების და  კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. 
აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია  30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან  200 000 ლარით დაფინანსდა.    

28.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია