ზურაბ ალავიძემ "ამბასადორიალი 2017’’-ის ფარგლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრქუტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ  "ამბასადორიალი 2017"-ის ფარგლებში, ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის, სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლებში  მიმდინარე და დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებზე ისაუბრა. 
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას,   დამსწრე საზოგადოებას ქვეყნის  ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით საგზაო და ტურისტული ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგებისა და  ეკოლოგიის მიმართულებით უმნიშვნელოვანესი პროექტები გააცნო  და  აღნიშნა, რომ ყველა პროექტის განხორციელება რეგიონებში არსებული შესაძლებლობების რეალიზებასა და ქვეყნის სწრაფ განვითარებას უკავშირდება. 
ზურაბ ალავიძემ  საზღვარგარეთ აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს მხარდაჭერა სთხოვა, რათა საერთაშორისო  საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გაგრძელდეს და დაგეგმილი პროექტები დროულად განხორციელდეს.

21.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია