ზურაბ ალავიძემ და ბობ ჩიარელიმ თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება. ზურაბ ალავიძე ტორონტოში კანადის ინფრასტრუქტურის მინისტრს ბობ ჩიარელის შეხვდა. 
მხარეები კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობასა და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ,
ბობ ჩიარელიმ ზურაბ ალავიძეს მუნიციპალიტეტების მოწყობის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რეგიონების ეფექტიანი მართვის მიზნით ჩატარებული რეფორმების შესახებ კანადელი კოლეგისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო და ეს გამოცდილება საქართველოსაც გამოადგება.

25.04.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია