ზურაბ ალავიძემ ინვესტორებს მრავალმილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრი ,,ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს’’ წევრებს შეხვდა.  ზურაბ ალავიძემ უცხოელ და ქართველ ინვესტორებს ის მიმდინარე და დაგეგმილი მრავალმილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომელსაც უწყება საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების სექტორის განვითარების, მყარი ნარჩენების მართვის და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით ახორციელებს. 
შეხვედრაზე მინისტრმა ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობასა და სივრცითი მოწყობის  სამთავრობო გეგმის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა. 
,,ყველა პროექტში აქტიურად არიან ჩართულები კერძო კომპანიები. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი კლასის პარტნიორებთან ურთიერთობა, რომ ათწლეულებზე გათვლილ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა მივიღოთ. აქტიურ ფაზაში ვართ გადასული სივრცითი მოწყობის ნაწილში- წელს დავიწყებთ ძირითადი ავტომაგისტრალის მშენებლობას და ძირითადი პროექტების განხორციელებას, როგორც ტურისტული, ასევე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ყველა ეს პროექტი  2021 წლისთვის უდნა დასრულდეს’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 

24.01.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია