ზურაბ ალავიძემ კასპში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

A-/A+

რეგიონებში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. კიდევე ერთი განახლებული საბავშვო ბაღი მოემსახურება კასპის აღსაზრდელებს. 
მე-4 საბავშვო ბაღის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულებულია. პროექტი ფარგლებში შეიცვალა შენობის სახურავი და კარ-ფანჯრები, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობის სისტემა და გაკეთა შიდა სარემონტო სამუშაოები.  
შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. მინისტრმა  აღსაზრდელებსა  და პედაგოგებს განახლებულ შენობაში სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა. 
სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 300 000 ლარამდე შეადგინა. 
 

11.11.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია