ზურაბ ალავიძემ ქვემო ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი წარადგინა

A-/A+

ქვემო ქართლის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე გიგა ნემსაძე დაინიშნა. 
გიგა ნემსაძე  ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და  რეგიონის მუნიციპალიტეტის პირველ პირებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარუდგინა. 
ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონს მნიშვნელოვანი პოტენციალი  გააჩნია უფრო მეტად განვითარდეს და არსებული შესაძლებლობების მეტი რეალიზება მოახდინოს. 
„რეგიონს აქვს ახალი გამოწვევები, რასაც სჭირდება ახალი ენერგია და განახლებული ხედვა. დარწმუნებული ვარ, გიგა თავისი გამოცდილებით და ახალგაზრდული ენერგიით, გუნდთან ერთად, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს რეგიონის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“- განაცხადა ზურაბ ალავიძემ
გიგა ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. არის კვალიფიციური ეკონომისტი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის მაგისტრი. იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე.

18.05.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია