ზურაბ ალავიძემ ქ. ვალეს კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონებში პროექტების მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს განაგრძობს. მინისტრი ამჯერად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ქალაქ ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაათვალიერა. 
შენობა, სადაც სხვადასხვა სახელოვნებო ჯგუფი ფუნქციონირებს ათეული წლებია განახლებას საჭიროებდა. პროექტის ფარგლებში კეთდება წყალსადენი სისტემა, გარემონტდება კარ-ფანჯრები, ფასადი და შესრულდება შიდა სარემონტო სამუშაოები. 
ნოემბრის ბოლოდან განახლებული კულტურის სახლი საზღვრისპირა ქალაქში კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოემსახურება.

06.11.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია