ზურაბ ალავიძე ევროკომისიის დელეგაციას შეხვდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დელეგაციას ევროკომისიის გენერალური დირექტორის მოადგილე, კატერინა მათერნოვა ხელმძღვანელობდა.  
ევროკომისიის დელეგაციასთან  ერთად, შეხვედრას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების:  მსოფლიო ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და  საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 
გაცნობითი სახის შეხვედრაში მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, გალაქტიონ ბუაძე მონაწილეობდა. მხარეებმა ენერგო-ეფექტურ პროექტებსა და ამ მიმართულებით გასატარებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს. 
 

10.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია