ზურაბ ალავიძე: საჯარო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ გაზარდა გამჭვირვალობა

A-/A+

,,სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა გამჭვირვალობის ხარისხი, რადგან აღნიშნული სისტემა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს უშუალოდ იყოს შესყიდვის პროცესის მონაწილე’’-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სასტუმრო ‘’ქორთიარდ მერიოტში’’ გამართულ ელექტრონული შესყიდვების საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. 
მინისტრის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება შესყიდვების პროცესის გამჭირვალობასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 
,,შესყიდვების ელექტრონული სისტემის გამოყენება ამარტივებს სატენდრო დოკუმენტაციის მიღებისა და წინადადების წარდგენის პროცედურას,  უზრუნველყოფს  კონკურენციის გაზრდას, ხოლო გამჭირვალეობა იძლევა მონიტორინგის ეფექტურ საშუალებას. ამ სისტემის მეშვეობით გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა და  კონტრაქტების მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, მათ შორის ეს ეხება ჩვენი სამინისტროს მიერ განსახორციელებელ პროექტებსაც’’- განაცხადა ზურაბ ალავიძემ. 
ელექტრონული შესყიდვების  საერთაშორისო ფორუმი აზიის განვითარებისა ბანკისა (ADB) და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, სადაც  აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები მონაწილეობდნენ.  შეხვედრისას იმსჯელეს ელექტრონულ, საჯარო და სამთავრობო შესყიდვების პრაქტიკაზე და ერთმანეთს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს. 

03.10.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია