ზურაბ ალავიძე სურამში სტიქიით დაზარალებულებს დახმარებას დაპირდა

A-/A+

ხაშურის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე გამოეყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, დაბა სურამში სტიქიის შედეგების  სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. მინისტრმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და დაპირდა, რომ უმოკლეს  ვადებში დაიწყება ბაიანთხევის შიდა გზისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარება.  
სტიქიამ დაბა სურამში პრობლემები შექმნა.  ნიაღვარმა დააზარალა ბაიანთხევის მოსახლეობა, წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ მოშალა ნაპირსამაგრები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. შესაბამისი სამსახურები მესამე დღეა სალიკვიდაციო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ. 


 

17.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია