ზურაბ ალავიძის შეხვედრა ჩინეთის ,,ექსიმბანკი“-ს წარმომადგენლებთან

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, ჩინეთის ,,ექსიმბანკი“-ს წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ  პარტნიორულ  ურთიერთობებზე ისაუბრეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მინისტრმა  ჩინეთის საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს მთავრობის ოთხ პუნქტიანი გეგმის, სივრცითი მოწყობის კომპონენტი გააცნო და 2017-2020 წლებში პროექტების განხორციელების შედეგებზე ისაუბრა. 
ზურაბ ალავიძის განცხადებით, ოთხ წელზე გაწერილი გეგმის მიხედვით ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სექტორში 9 მილიარდამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე, მინიტრმა ყურადღება  გაამახვილა 2018 წელს დაგეგმილ მსხვილმასშტაბიან პროექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის მიმართულებით. 
შეხვედრისას მხარეებმა ჩინეთის ,,ექსიმბანკთან“ სამომავალო თანმშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

28.11.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია