ილია ბეგიაშვილმა მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2019 გახსნა

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა, დღეს, მშენებლობისა და ინტერიერის 24-ე საერთაშორისო გამოფენა Caucasus Build 2019 გახსნა.

წელს გამოფენაში 200-მდე კომპანია მონაწილეობს. მათი წარმომადგენლები თბილისში 14 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, ესაა: ავსტრია, აზერბაიჯანი, ბელარუსი, გერმანია, თურქეთი, ირანი, იტალია, პოლონეთი,  რუსეთი,  საბერძნეთი, უკრაინა, შვეიცარია,  ჩეხეთი და ჩინეთი.

საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ, ღონისძიების პარტნიორები კი არიან ინფრასტრუქტურის მშენებელთა და არქიტექტორთა ასოციაციები, ასევე - თურქეთის საგამოფენო ცენტრი  Tuyap Fairs.

„მიხარია, რომ ეს გამოფენა უკვე 24-ედ იმართება, ყოველწლიურად იზრდება მასშტაბი, რაც ადასტურებს მის საჭიროებას და მნიშვნელობას. ღონისძიება საინტერესოა იმითაც, რომ მშენებლობისა და ინტერიერის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების გასაცნობად ბევრი ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდის. ასევე, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ადგილობრივი კომპანიები უნდა გაძლიერდნენ და მათი ჩართულობა პროექტებში გაიზარდოს, ასეთი ტიპის გამოფენები კი კარგი საშუალებაა ქართული სამშენებლო სექტორისთვის გაეცნოს თანამედროვე მიღწევებსა და სიახლეებს,“ - აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა. 
 

11.04.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია