ინფრასტრუქტურის სამინისტროში შიდა და ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი თვითმმართველობებთან ერთად განიხილეს

A-/A+

რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება.

დღეს მაია ცქიტიშვილი და მისი მოადგილეები  შიდა და ქვემო ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.

„ახალი ფორმატის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ ორი რეგიონის პრიორიტეტები, პრობლემური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და გამართული მუშობა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მერებმა მნიშვნელოვან საჭიროებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე ისაუბრეს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების წარმომადგენლებთან.

16.08.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია