კანალიზაციის პირველი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიაში

A-/A+

20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება ანაკლიაში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში.  პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება. 
მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერა. 
ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებაზე 50-მდე ადგილობრივი მუშაობს. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო.  ახალი გამწმენდი ნაგებობა  ათასზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და 10 ათასზე მეტ ტურისტს მოემსახურება.

17.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია