კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზა კეთდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე სოფლებში შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა. მინისტრმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაათავლიერა. 
ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება,   კეთდება სანიაღვრე არხები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.  სამუშაოების განხორციელებისთვის  სახელმწიფო ბიუჯეტიდან  1 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.  
კაჭრეთი-ზემო კაჭრეთის გზის რეაბილიატცია 30 წელზე მეტია არ ჩატარებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრატსრუქტურა და შემოდგოიმდან ადგილობრივები ახალი გზით შეძლებენ  სარგებლობას. 

21.08.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია