მაია ცქიტიშვილი ევროპის საბჭოში სიტყვით გამოვა

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრა.
საქართველოს ვიცე-პრემიერი 7 ნოემბერს მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მორიგ სესიაში. სესიაზე მოისმენენ კონგრესის მონიტორინგის მისიის 2018 წლის ანგარიშს საქართველოს ადგილობრივი და რეგიონული განვითარების შესახებ.
იმავე დღეს მაია ცქიტიშვილი შეხვედრას გამართავს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ანდრეას კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფენთან.
ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის დანიშნულებაა დემოკრატიის მხარდაჭერა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესება და თვითმმართველობების გაძლიერება.
 

07.11.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია