მაია ცქიტიშვილი სავალუტო ფონდის დელეგაციას შეხვდა

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მოადგილეებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს, ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ფრანსუა პეჰშოს და ეკონომისტებს - კლაუს ჰელვიგსა და ნია შარაშიძეს შეხვდა.

მინისტრმა სტუმრებს მიწოდა ინფორმაცია საერთაშორისო მაგისტრალებზე, წყლის სისტემის მოწყობა-მოწესრიგებისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული და დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობის შესახებ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაცია გაეცნო განათლების რეფორმის ფარგლებში ქვეყანაში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსაც. 

 

 

03.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია