მაია ცქიტიშვილი სინძიანის ავტონომიის გუბერნატორს შეხვდა

A-/A+

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ბოლო დღეს ქართული დელეგაცია სინძიანის ავტონომიის გუბერნატორს შოჰრად ზაქირს შეხვდა. 
გუბერნატორთან შეხვედრისას  განხილულ იქნა ,,ერთი გზა ერთი სარტყელის“ ინიციატივის ფარგლებში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალის, ე.წ. შუა დერეფნის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩინეთიდან წამოსული ტვირთი, სარკინიგზო ხაზით, უმოკლეს ვადებში მოხვდეს ევროპის ქალაქებში.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივ სამუშაო ჯგუფს, რომელიც უახლოეს მომავალში შეიქმნება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, ქსინიანგის პროვინციის ვიცე-გუბერნატორი უხელმძღვანელებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და  ჩინური კომპანიების მხრიდან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობაზე. 
ურთიერთთანამშრომლობის სფეროებს შორის ასევე დასახელდა  განათლების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებები.

31.08.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია