მაია ცქიტიშვილი - ჯეფრი საქსის თანამონაწილეობით შემუშავებული მდგრადი განვითარების გეგმები ინტეგრირებულია ჩვენს ეროვნულ პოლიტიკაში

A-/A+

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩევლის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის, ჯეფრი საქსის საჯარო ლექციას დაესწრო და სამეცნიერო საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

ჯეფრი დევიდ საქსი მსოფლიოში ერთ-ერთი ავტორიტეტული პროფესორია ეკონომიკის დარგში, ის ცნობილია როგორც ყველაზე გაყიდვადი წიგნების ავტორი, ინოვაციური მასწავლებელი და მსოფლიო ლიდერი მდგრადი განვითარების სფეროში, 

დღესვე ჯეფრი დევიდ საქსს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 
 
„ვულოცავ თსუ-ს ამ განსაკუთრებულ შესაძლებლობას, რომ საპატიო დოქტორების სია შეავსო  მსოფლიოში ცნობილმა ეკონომისტმა. ჯეფრი საქსი ცნობილია არამარტო საგანმანათლებლო საქმიანობით, არამედ დიდია მისი წვლილი მდგრადი განვითარების გეგმების ჩამოყალიბების მიმართულებით, რომელიც გაეროს წიაღში შემუშავდა. ეს არის გეგმები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მთავრობა იზიარებს და ინტეგრირებულია ეროვნულ პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო სტუმარს და აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო იყო დღვანდელი ლექცია და რჩევები იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება საქართველო გახდეს უფრო წარმატებული ქვეყანა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

12.03.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია