მაისის ბოლოდან გორის მოსახლეობა კომფორტული გზით ისარგებლებს

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქ.გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩებზე გზები და სანიაღვრე სისტემა დაზიანებული იყო და მოსახლეობას, განსაკუთრებით ნალექის დროს,  გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 3,270 კმ სიგრძის გზა და მიმდებარე ტროტუარები. მოეწყობა რკინა-ბეტონის ბორდიურები და სანიაღვრეები. ობიექტზე დასაქმებულია  55 ადამიანი.
შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ობიექტებზე არსებული ვითარება შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა,ზურაბ ალავიძემ. 
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 1,654,000.00 ლარი დაიხარჯა.
სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და მაისის ბოლოდან გორის მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.

09.05.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია