მალთაყვას სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ მალთაყვაში, სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. 
ზურაბ ალავიძის განცხადებით, მალთაყვას საკურორტო-რეკრეაციული ზონის შენარჩუნება-განახლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ისე ტურიზმის განვითარებისთვის. 
მალთაყვაში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა. პროექტის ღირებულებაა 18 500 000 ლარი, სამუშაოები 2015 წელს დაიწყო და წელს დასრულდება. სამუშაოებზე 15 ადამიანია დასაქმებული.
პროექტის პირდაპირ ბენეფიციართა რაოდენობა დაახლოებით 25 ათას ადგილობრივ მცხოვრებს შეადგენს, ხოლო სეზონურად დამატებით 20 ათას დამსვენებელზეა გათვლილი. პროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულადაა ადაპტირებული.
 

14.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია