მერია-ლაითურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება

A-/A+

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ადგილობრივი  მნიშვნელობის მერია-ლაითურის საავტომობილო გზის 5.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას იწყებს.
აღნიშნული გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  სოფელ მერიაში იწყება და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვართან სრულდება.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ერთი მილხიდის რეაბილიტაცია, ორ ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის კიუვეტებისა და  საგზაო ნიშნების მოწყობა. ასევე გათვალისწინებულია საავტომობილო გზის მონიშვნა.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 975 000 ლარს შეადგენს. პროექტი 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 25 ადამიანია დასაქმებული.

08.09.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია