მოლდოვას მშენებლობის სამინისტრო საქართველოს გამოცდილებას გაიზიარებს

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ მოლდოვას რეგიონული განვითარებისა და მშენებლობის მინისტრი ვასილე ბიტკა მიიღო, რომელიც თბილისს საქართველო-მოლდოვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის  ფორმატის  ფარგლებში ეწვია. 
ზურაბ ალავიძემ მოლდაველ კოლეგას ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარე და  2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები  გააცნო. ვასილე ბიტკამ ზურაბ ალავიძისგან დეტალურად  მიიღო ინფორმაცია სამინისტროს პრიორიტეტულ  მიმართულებებსა და  პროექტების  ეფექტიანი განხორციელების მიზნით  სამომავლოდ გასატარებელ  ღონისძიებებზე. შეხვედრაზე მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის  სამომავლო  პერსპექტივებიც განიხილეს. 
მოლდოვას მხარემ, ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად  განხორციელების  თვალსაზრისით, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებული გამოცდილების გაზიარების კუთხით  ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.  
შეხვედრას საქართველოს ელჩი მოლდოვაში მერაბ ანთაძე და მოლდოვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში გეორგე ლეუკა ესწრებოდნენ.

29.04.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია