ნალექის შედეგად პრობლემების აღმოსაფხვრებლად შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია

A-/A+

ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გამო, საქართველოს რამდენიმე რეგიონში ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხებულია. რეგიონული განვითარებისა და და ინფრასტრუქტურის სამინისიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ყველა რთულ მონაკვეთზე არიან მობილიზებული და 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.  
ამ ეტაპზე, გადაადგილება შეფერხებულია სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მახინჯაურის მონაკვეთზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს  ხაშური-ახალციხე-ვალეს და ბორჯომი-ბაკურიანის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე.  
საგლოლო-ჭიორა-ღები საავტომობილო გზის მე-3 კმ-ზე და რიკოთის გვირაბის შემოსასვლელ გზაზე მოძრაობა თავისუფალია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გადაადგილება დასაშვებია ყველა სახის ავტოტრანსპორტრისთვის, ხოლო ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვისაა თავისუფალი.
ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ28-კმ64 მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოვიდა, რის გამოც გუშინ საღამოდან აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინტენსიური სამუშაოების შედეგად გზის გაწმენდა უმოკლეს ვადებში მოხერხდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა თავი შეიკავონ სტიქიის ზონაში მგზავრობისგან, რათა თავიდან ავიცილოთ საცობები და  უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო გადაადგილება.
ყაზბეგში, გუშინ წარმოქმნილმა ღვარცოფებმა, წყალმომარაგების სათავე ნაგებობა და მაგისტრალური მილსადენი დააზიანა, რის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალმომარაგება შეუწყდა.   
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წყალმზიდი სატრანსპორტო საშუალება უკვე რამდენიმე საათია ადგილზეა.   მოსახლეობასთან ერთად,  სასმელი წყლით საზოგადოებრივი დანიშნულების ცენტრები და ტურისტული ობიექტებიც მარაგდებიან, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და საავარიო ჯგუფები.   
კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დაბა ყაზბეგში წყალმომარაგების აღდგენის მიზნით, კომპანია სათავე ნაგებობასა და მაგისტრალურ მილსადენზე აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს.
ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა აჭარისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში. უხვმა ნალექმა ყველაზე მეტად სენაკი და მარტვილი დააზარალა, პრობლემებია ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში. ყველგან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან მერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
უხვი ნალექის გამო დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ საგანგებო სიტუციების მართვის და საპატრულო სამსახურის თანამშრომლები, ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებზე გასული რიან ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“  ჯგუფები.
სტიიქის შედეგების სალკიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი ქარსელძე, ილია ბეგიაშვილი და გრიგოლ კაცია. 
სტიქიის შედეგად, საქართველოს არცერთ რეგიონში არავინ დაშავებულა, ზარალის დადგენაზე მუშაობს სპეციალური დამთვლელი კომისია. 

10.08.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია