ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე  პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგს განაგრძობს. მინისტრი გურიაში იმყოფებოდა, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაათვალიერა. აგვისტოში, ოზურგეთი-ნატანები-ურეკის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება. 
ამ ეტაპზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გათვალისწინებულია ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებთან შესასვლელებისა და საგზაო შემოფარგვლის მოწყობა. 
პროექტს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია ახორციელებს და სამუშაოებისთვის 4 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად,დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.  დადგენილ ვადებში გზასთან ერთად მოწესრიგდება ყველა სახის ინფრასტრუქტურა და მოქალაქეები უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

17.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია