ოზურგეთში გზები გაწმენდილია, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ ექმნება

A-/A+

გურიაში ძლიერი ქარით გამოწვეულ სტიქიას ებრძვიან. დაზარალდა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი  ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, არჩილ თალაკვაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ეცნობა.  კახა გულედანმა მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბიდან დეტალურად მიიღო ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების შესახებ.
ამ დროისთვის  ქ. ოზურგეთში გზები გაწმენდილია, მოსახლეობას გადაადგილების მხრივ პრობლემები არ ექმნება.  რაც შეეხება სოფლებს, შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ. ასევე,   სტიქიის ადგილზე მუშაობს ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია. 
გუშინ ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა. სტიქიამ ქალაქ ოზურგეთში მაღალსართულიან საცხოვრებელ და კერძო სახლებს სახურავები გადახადა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიგალის შედეგად ერთი სახლი სრულად დაინგრა. სტიქიის გამო მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები.

24.04.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია