ოზურგეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გადახურვა სრულდება

A-/A+

ოზურგეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინდივიდუალური და მრავალბინიანი სახლების გადახურვის სამუშაოები სრულდება. გურიის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე,  ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.  
სახურავების მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 700 000 ლარი გამოიყო. ამ რესურსის ფარგლებში  გადაიხურა 150-მდე  ინდივიდუალური და  10 მრავალბინიანი სახლი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ფასადს.  სამშენებლო მასალები  სტიქიის შედეგად დაზარალებულ  214 ოჯახს გადაეცემა. 

19.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია