ონის მუნიციპალიტეტში 15 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

A-/A+

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის (126კმ-141კმ) უღელტეხილის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, რომელიც  იწყება სოფელ უწერაში, კვეთს სოფელ გლოლას და მთვარდება კურორტ შოვში.

აღნიშნული საავტონობილო გზა მდ.რიონის და ჭანჭახის გასწვრივ მთიან ტერიტორიას მიუყვება.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 8 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება წყალგამტარი მილების, მიერთებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის სამუშაოები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

ამ დროისათვის ადგილზე მილების, ბეტონის კიუვეტებისა და ასფატ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო.

პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით,  შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 8 272 300 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანი დასაქმებული. სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

03.08.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია