რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება

A-/A+

საქართველოს რეგიონებში ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი ურნები დარიგდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ჯამში მუნიციპალიტეტებში 10 ათასი კონტეინერი გადანაწილდება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში სისუფთავის შენარჩუნებასა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესა და თელავის მერს შეხვდნენ.
თელავის მუნიციპალიტეტში 250 ერთეული, ხოლო მთლიანად კახეთის რეგიონში - გერმანული წარმოების პლასტმასის 1100-ლიტრიანი1800 ურნა დარიგდება.
მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად ჯამში 5,5 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა.
 

29.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია