რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა. 2014 წლიდან ბეგიაშვილი  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პირველ მოადგილედ 2 აპრილს ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პოსტსაც ითავსებს. ქარსელაძე მანამდე თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

11.04.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია