რეგფონდის ფარგლებში წლის ბოლომდე 564 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

A-/A+

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან დაფინანსებულ  210  პროექტზე ამ დროისთვის სხვადასხვა სახის სამუშაო მიმდინარეობს. რეგფონდის ბიუჯეტის ფარგლებში, წლის ბოლომდე, 564  ინფრასტრუქტურულ პროექტზე სულ 252 მლნ ლარი დაიხარჯება. 

1 მაისის მონაცემებით, ქვეყნის 57 მუნიციპალიტეტში, უკვე გაფორმდა  ხელშეკრულება 191 მილიონი ლარის  371 პროექტზე. ამ ეტაპზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება საჭირო გახდა მხოლოდ 8 პროექტზე.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების  ფონდის ფარგლებში მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები. მას შემდეგ რაც საკრებულოებმა ქვეყნის მასშტაბით, მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით შერჩეული 4 801 პროექტი დაამტკიცეს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტების  სამშენებლო ეტაპი და 28 პროექტი დუშეთის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის, დედოფლისწყაროს და მარნეულის მუნიციპალიტეტებში დასრულდა კიდეც.

რეგფონდი 20 მლნ ლარით წელს პირველად აფინანსებს სტიქიის პრევენციის ღონისძიებებს. ამ მიმართულებით მიმდინარეობს მდინარეების კალაპოტების გაწმენდა, ნაპირსამაგრი კედლების გამაგრება-რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხების მოწყობა.

ცალკე, ქვეპროგრამის ფარგლებში, 6,2 მლნ ლარით განხორციელდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებისა და ამბულატორიების მშენებლობა. ტენდერები უკვე გამოცხადაა სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში.
 

03.05.2019

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია