საგზაო უსაფრთხოების შესახებ უწყებათაშორისი სხდომა ჩატარდა

A-/A+

სასტუმრო „იოტა“-ში საქართველოს საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისიის სხდომა ჩატარდა. ღონისძიებაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე  მონაწილეობდნენ. ირაკლი ქარსელაძემ, დეპარტამენტის მიერ 2017-2018 წლებში დაგეგმილი და შესრულებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების გარდა, სხდომას ევროკავშირის დელეგაციის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის (ADB), იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (JICA) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სხდომაზე, საგზაო უსაფრთხოების საკითხებში ჩართულ და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს,  ინფორმაცია  მიეწოდოთ  ქვეყანაში, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა უწყებების მიერ, 2017-2018 წლებში განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ.  
„საგზაო დეპარტამენტმა წარმოადგინა ის ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა 2017-2018 წლებში და წლის ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წელს დასრულდა 13-ვე საერთაშორისო გზის ინსპექტირება, რომლის საფუძველზეც უკვე შემუშავდა სამოქმედო გეგმა. ასევე, მოეწყო 21 მონაკვეთი უსაფრთხოების და სტანდარტების წესების დაცვით - უმეტესწილად რეგიონებში. განათდა 75 კილომეტრი გზა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
2016 წლის ივლისში საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის საფუძველზეც მიღებულ იქნა 2017 წლის საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა და შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომლის ფუნქციონირებაში ჩართულები არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განსაზღვრულია აღნიშნული კომისიისა და სამუშაო ჯგუფის მაკოორდინირებელ უწყებად. 
 

14.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია