სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზა მგზავრობის დროს შეამცირებს

A-/A+

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. გურიის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს და პროექტის ღირებულება 250-თ მილიონ ლარზე მეტია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია დადგენილი ვადების დაცვა და ხარისხიანი გზების დაგება. ამიტომ დასაქმებული მუშა-ხელის რაოდენობა გაიზრდება და კონტრაქტორ კომპანიებს აღებული ვალდებულებების შესრულება მოუწევთ. სამტრედია-გრიგოლეთის გზის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული  გზის გამტარუნარიანობა, და შემცირდება მგზავრობის დრო.
 

24.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია