სამშენებლო ბიზნესისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები და კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება

A-/A+

ბიზნეს სექტორისთვის ხელსაყრელი პირობები და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა, -ეს იყო ის მთავარი საკითხები, რის შესახებაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და  სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. 
შეხვედრაზე  მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები გზების, წყალმომარაგების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მიმართულებით. ასევე, ისაუბრეს ქართულ ბიზნესში დღეს არსებულ გამოწვევებზე, მისი განვითარებისთვის სათანადო პირობების შემქნის აუცილებლობასა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 
სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით,  მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, სადაც მოხდება ინფორმაციებისა და მოსაზრებების გაცვლა. აუცილებელია კერძო და საჯარო სექტორს შორის ორმხრივი ინტერესების შეჯერება.
შეხვედრას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები , ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის,  საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების  და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. 

07.06.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია