სამცხე-ჯავახეთში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი თვითმმართველობებთან ერთად იგეგმება

A-/A+

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ბიუჯეტის დაგეგმვა თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად გრძელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის თვითმმართველობების წარმომადგენლებს  შეხვდა .
სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრი და მისი მოადგილეები, გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.  სამინისტროსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, შესყიდვების მეთოდოლოგიის სტანდარტიზაციაზე, დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, პრობლემებსა და მათი აღმოფხვრისთვის საჭირო გადაწყვეტილებებზე.
„სამინსიტროს ხელმძღვანელობა აგრძელებს შეხვედრებს რეგიონების წარმომადგენლებთან.  ეს ახალი ფორმატია რომელიც ჩვენ დავნერგეთ. უკვე რამდენიმე რეგიონში გვქონდა ასეთი ტიპის, ძალიან ნაყოფიერი,  შეხვედრები. მონაწილეობს ყველა ჩართული მხარე და პირველ რიგში მუნიციპალიტეტები-მათი ჩართულობით გვაქვს საშუალება,  განვიხილოთ რეგიონისათვის მნიშვნელოვანი პროექტები.“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
 

15.08.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია