საქართველოს რეგიონული პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რეგიონული განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო  სამინისტროს მიერ მომზადებული „2015-2017 წლის რეგიონული განვითარების პროგრამის“ 2016 წლის მონიტორინგის ერთიანი ანგარიში.  განიხილეს პროგრამის განხორციელების ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, აგრეთვე ევროკავშირის ექსპერტების მიერ მომზადებული ცალკეული რეკომენდაციები და მათი განხორციელების პროგრესი. პროექტი ემსახურება საქართველოს რეგიონული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას. 
„2015-2017 წლის რეგიონული განვითარების პროგრამა“ ხორციელდება 2015 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი რეგიონული განვითარების მხარდაჭერის საფინანსო შეთანხმების (რეგიონული განვითარების მხარდაჭერა - ფაზა II, 30 მილიონი ევრო) ფარგლებში.

24.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია