საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის პერსპექტივები

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახაბერ გულედანი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრირების და განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს ვაჩე ტერტერიანს შეხვდა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკებში რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების სფეროში მიმდინარე და დაგეგილი ღონისძიებების შესახებ და გამოთქვეს მზადყოფნა უწყებებს შორის შემდგომ თანამშრომლობაზე.  

05.04.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია