საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქების განვითარება - სამუშაო შეხვედრა თელავში

A-/A+

“სიცოცხლისუნარიანი ურბანული არეალები - ინტეგრირებული ურბანული დაგეგმარება ბალანსირებული რეგიონული განვითარებისთვის“ - ამ თემაზე აზიის განვითარების ბანკის პროექტის ფარგლებში, კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა, თელავში სამუშაო შეხვედრა გამართა.  
სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შერჩეული პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრა, რომლებსაც შემდგომ აზიის განვითარების  ბანკი დააფინანსებს. 
პროექტი მიზნად ისახავს რეგიონული ბალანსის ხელშეწყობასა და ადგილებზე ეკონომიკური ზრდის წახალისებას. შეხვედრაზე კონკრეტული თემებიც განიხილეს, მათ შორის - ახმეტაში, თელავსა და გურჯაანში საცხოვრებლად მიმზიდველი სივრცეების განვითარების ხელშეწყობა.
სამუშაო შეხვედრაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, აზიის განვითარების ბანკის ურბანული განვითარების სპეციალისტი მასიმო პეტრონე,  კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

24.05.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია