სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება

A-/A+

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-სამტრედიის სარკინიგზო ხაზის ქვეშ, სოფელ ქვედა მესხეთში საფეხმავლო გვირაბი კეთდება.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, კახა გულედანი იმერეთის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად. 
გვირაბის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, ვინაიდან 8 კილომეტრი გზის შემოვლით უწევდათ სოფლის ცენტრთან და სოფელ მუხიანთანდ დაკავშირება. 
სამუშაოების 60 % უკვე შესრულებულია და მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემები წლის ბოლოდან აღარ ექნება. 
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი საერთო ღირებულება 300 000 ლარამდეა. 

30.11.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია