უკრაინის ელჩი სამინისტროს მასშტაბური პროექტებით დაინტერესდა

A-/A+

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე  საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა. 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ  ურთიერთობებზე ისაუბრეს. 
ელჩი მინისტრის ხედვითა და სამინისტროს პრიორიტეტებით დაინტერესდა, ისაუბრეს იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. 
შეხვედრის დასასრულს, მხარეები მომავალში გამოცდილების გაზიარებასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


 

21.03.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია