ფოთს თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი ექნება

A-/A+

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.სტადიონი 6 ათას მაყურებელზეა გათვლილი და ექსპლუატაციაში ზაფხულში შევა.

სტადიონი ათეული წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ადგილობრივ ფეხბურთელებს წვრთნების გავლა და თამაშების ჩატარება სხვა მუნიციპალიტეტის საწვრთნელ ბაზაზე უწევდათ.

მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილესთან დავით კოდუასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სხვადასხვა მიზეზის გამო პროექტის მიმდინარეობას ხელი შეეშალა და დროში გაიწელა, თუმცა, ამ ეტაპზე, ხარვეზები გამოსწორებულია და მიმდინარეობს ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა და ავტოსადგომი. ასევე, მოასფალტდება სტადიონის მისადგომები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 863 000 ლარია.

04.03.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია