ფოთს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება

A-/A+

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და ჰოლანდიური კომპანია „TAHAL Group BV“-ის საერთაშორისო განყოფილების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ალონ იეგნესმა, ასევე საოპერაციო დირექტორმა,
ირის იანციკმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ქალაქ ფოთში  წყალარინების სისტემის მშენებლობის შესახებ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბო სადგურები, რაც ხელს შეუწყობს სანიტარული პირობების გაუმჯობესებას და შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. სამშენებლო სამუშაოებს  აზიის განვითარების ბანკი (ADB)  89 943 800.22  ლარით  დააფინანსებს.
პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება. სამუშაოების დასრულება 2020 წელს იგეგმება, რის შემდეგაც  ქალაქ ფოთს სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ინფრასტრუქტურა ექნება.

24.12.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია