ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდული პარკის კეთილმოწყობა სრულდება

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონების მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და მუშაობის ხარისხის მონიტორინგს განაგრძობს. 
ზურაბ ალავიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების დასრულების ეტაპი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 
პროექტის ფარგლებში, პარკის შიდა გზებზე დაიგო 15 000 -მდე ბეტონის ფილა, გაკეთდა ბილიკები და მოწესრიგდა  შიდა ინფრასტრუქტურა.  სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა. 
ქალაქში ეს არის ყველაზე დიდი პარკი, რომელიც რეკრეაციული ზონას მიეკუთვნება და  მოსახლეობის დიდი  ნაწილი სარგებლობს.  

22.07.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია