შეხვედრაზე მხარეებმა გზების რეაბილიტაციის თანამედროვე მოდელები განიხილეს

A-/A+

ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე მსოფლიო ბანკის ჯგუფის გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი ჯგუფის (GIF) წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის ინფრასტრუქტურის  შენახვა-რეაბილიტაციის თანამედროვე მოდელები. 
„ჩვენ განვიხილეთ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება, რათა უკვე აშენებულ გზებს კარგად მოვუაროთ და ჩვენმა მოსახლეობამ გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა მიიღოს,“ - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ. 
აღნიშნული ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკის თანამშრომლობით, საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებარე საგზაო მაგისტრალის შესაძლებლობების შესწავლას. 

21.04.2017

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია