შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელთან მერსედეს ვერა მარტინთან

A-/A+

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.
შეხვედრისას,  მხარეებმა ქვეყნის კაპიტალური ხარჯების გეგმის შესრულება, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და  დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს. 
მინისტრმა სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს 2018-2020 წლებში  საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სექტორის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.  როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა,  მიმდინარე წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით  და ამ მიმართულებით ათეული მილიონობით ლარი დაიხარჯება.  
შეხვედრისას, მინისტრმა  ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ამ პროცესში  და მათ აქტიურ მონაწილეობას ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხებში. 

08.02.2018

იხილეთ მსგავსი ინფორმაცია